მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა საინვესტიციო ფონდი „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ დააჯარიმა

ჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საინვესტიციო ფონდი შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ დააჯარიმა. მარეგულირებლის გადაწყვეტილებით, კომპანიას სანქცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო დაეკისრა.

სების განმარტებით, საინვესტიციო ფონდმა ერთ-ერთი კლიენტისთვის რისკის მინიჭებისას არ გაითვალისწინა ის რისკფაქტორები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

კერძოდ, დარღვევა ეხება კლიენტის რისკის შეფასების პროცესს, რაც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მექანიზმია.

დარღვევა მოექცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის ფარგლებში. აღნიშნული წესი ითვალისწინებს ჯარიმას 1,000 ლარის ოდენობით თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში.

საინვესტიციო ფონდს კოოპერატივი გაზელ ფაინენს ჰოლდინგი ფლობს, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები