მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი ორი სუბიექტი დააჯარიმა - მიზეზები

ჯარიმა

დღეს, 10 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა სესხის გამცემი ორი სუბიექტი „ლაქი გრუპი" და „მონივა საქართველო“ დააჯარიმა.

მონივა საქართველოსთვის გამოწერილი ჯარიმის მოცულობა სულ 5,000 ლარია, "ლაქი გრუპის" შემთხვევაში კი, 51 00 ლარი.

"ლაქი გრუპი"

ჯარიმის მიზეზები: სესხის გამცემ სუბიექტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით.

გარდა ამისა, სებ-მა გამოავლინა შემოწმების პროცესში გაფორმებული შეთანხმების თითოეული პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის არასწორად წარმოდგენის 3 ფაქტი.

მიზეზებს შორისაა, სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ერთი კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე.

ჯამში, 10-ზე მეტი დარღვევისთვის რეგულატორმა სესხის გამცემი სუბიექტი 51 000 ლარით დააჯარიმა.

2019 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს ალექსი ზუხბაია ფლობს.

„მონივა საქართველო“

სესხის გამცემი სუბიექტი მარეგულირებელმა 4 სხვადასხვა დარღვევისთვის დააჯარიმა.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ კლიენტისათვის რისკის მინიჭება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და სესხის გამცემი სუბიექტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე კლიენტისათვის რისკის მინიჭების/გადაფასების 3 (სამი) ფაქტი;

სესხის გამცემი სუბიექტის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 5 (ხუთი) ფაქტი.

ამ მიზეზებისთვის ეროვნულმა ბანკმა "მონივა საქართველო" ჯამში 5 000 ლარით დააჯარიმა.

კომპანიის წილის 100%-ს ისრაელში რეგისტრირებული საზოგადოება მონივა ფლობს. ერთპიროვნული დირექტორი ამირ გილად-ია.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობამ AML/CFT ზედამხედველობის წესი 2018 წლის 27 ივნისს დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, პორტალმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებით უნდა გააკონტროლოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობა, ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესით გათვალისწინებული ანგარიშგებები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები