საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი ოთხი პუნქტი დააჯარიმა.
27 ნოემბრით დათარიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შპს „აკო“ ჯამურად დაჯარიმდა 20 400 ლარით, შპს „დავითს" დაეკისრა 49 050 ლარის ჯარიმა, შპს „სმ სერვისი" 2 100 ლარით დაჯარიმდა, ხოლო „ინდივიდუალური მეწარმე ლია კაპანაძე" 85,000 ლარით.
რაც შეეხება მიზეზებს, შპს „სმ სერვისი“ ჯამში 2 100 ლარით დაჯარიმდა - ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 1 ფაქტისთვის 100 ლარით, ხოლო კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 ფაქტისთვის 2,000 ლარით დაჯარიმდა.
შპს „დავითის" ჯამში 49 050 ლარით დაჯარიმების მიზეზები ასეთია: ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს, ხოლო პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2025 წლის 31 მაისს, რის გამოც 50 ლარით დაჯარიმდა.
ასევე, ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 15 ფაქტის გამო 30,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა, კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 3 შემთხვევისთვის კი 6,000 ლარი.
ამას გარდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, რის გამოც ჯარიმა 3,000 ლარით განისაზღვა.
10,000 ლარით დაჯარიმება გამოიწვია იმან, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში.
შპს „აკო“-ს ჯამში 20 400 ლარით დაჯარიმების საფუძვლებში აღნიშნულია, რომ ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარუდგენლობის 16 ფაქტის გამო 1,600 ლარით დაჯარიმდა.
ასევე, შესაბამისი ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარუდგენლობის 6 ფაქტისთვის 1,800 ლარი დაეკისრა.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემოწმების დაწყების თარიღისათვის 1 კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული, რაც 2,000 ლარით დაჯარიმების მიზეზი გახდა.
გამოვლინდა კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 შემთხვევა და კომპანია 2,000 ლარით დაჯარიმდა.
სებ-ის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას და ამიტომ, 3,000 ლარით დაჯარიმდა.
ასევე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, ეს კი 10,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის „ინდივიდუალური მეწარმე ლია კაპანაძის“ ჯამში 85,000 ლარით დაჯარიმების მიზეზები შემდეგია:
პირველადი აღრიცხვის ფორმის წარმოუდგენლობა - ჯარიმა 3,000 ლარი.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 9 ფაქტი - ჯარიმა 63,000 ლარი.
ვერიფიკაციის გარეშე პირების მომსახურების 6 შემთხვევა - ჯარიმა 6,000 ლარი.
ასევე, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, რისთვის 3,000 ლარით დაჯარიმდა.
ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო გარიგებების გამოვლენასა და პირების გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რამაც გამოიწვია 10,000 ლარის დაკისრება.



























