მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა მუზეუმმა 2018–2020 წლებში 90 ათასიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი დაკარგა - აუდიტი

61fe4e0d8f48c
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 14:23
861
საქართველოს აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართელოს ეროვნული მუზეუმის აუდიტის შედეგად ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების მართვის ნაკლოვანებები გამოავლინა, რომლის მიხედვით ეროვნულმა მუზეუმმა 2018 – 2020 წლებში 90 ათასიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი დაკარგა.

აუდიტის ანგარიშში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, დარღვევის ფაქტობრივ გარემოებად ტარიფებისა და სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის კუთხით არსებობს გარკვეული სახის ნაკლოვანებები დასახელდა. მაშინ როდესაც ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების ფართების ერთჯერადად დათმობის გენერალური დირექტორის ბრძანებით დადგენილი ტარიფებით უნდა მოეხდინათ, რომელიც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებისა და სრულმეტრაჟიანი ფილმის გადასაღები მცირე და დიდი ჯგუფების, ასევე ფართის სამუშაო და არასამუშაო საათებში დაკავების მიხედვითაა დიფერენცირებული. აუდიტის წარმოებისას გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში სახელშეკრულებო ღირებულება არ შეესაბამება დადგენილ ტარიფებს.

„ერთ-ერთი კრიტერიუმი, რაზედაც დამოკიდებულია სატარიფო განაკვეთი, შემოქმედებითი ჯგუფების ზომაა, თუმცა არ არის განსაზღვრული ჯგუფების „დიდ“ და „მცირე“ ზომებად გამიჯვნის კრიტერიუმები (პირთა რაოდენობა, ტექნიკური პარამეტრები და ა.შ.). შერჩეულ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული ჯგუფის „ზომა“, ასევე ზოგიერთ ხელშეკრულებაში ფართის დათმობის დროის მონაკვეთი განსაზღვრულია არა საათებით, რომელიც ტარიფის განსაზღვრის საფუძველია, არამედ დღეებით. მაგალითად: სს „ქეფსლოქ ფროდაქშენთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფილმის გადასაღებად დათმობილია ფართი ორი დღით, ჯამში 28 საათი, რისთვისაც გადახდილია 10 000 ლარი და არ არის მითითებული გადამღები ჯგუფის „ზომა“. ერთი საათით მცირე გადამღები ჯგუფისთვის ფართის დათმობის ტარიფი შეადგენს 400 ლარს, ხოლო დიდი ჯგუფისთვის − 600 ლარს. პირველ შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულება 1200 ლარით ნაკლებია დადგენილი ტარიფით გაანგარიშებულ ღირებულებაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში − 6 800 ლარით. სულ მსგავსი (განხილულის ჩათვლით) ხელშეკრულებების მიხედვით, 2018 − 2020 წლებში მუზეუმმა დაახლოებით, 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი დაკარგა.

აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა მოცემულ შემთხვევებში დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებით, სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრის სარწმუნო მტკიცებულებები.

მუზეუმის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შესაძლოა დადგინდეს მომსახურების განსხვავებული საფასური, თუმცა არ არის განსაზღვრული ის გარემოებები, რომელთა დადგომის შემთხვევაში შესაძლებელია არსებული ტარიფის ცვლილება და ამ ცვლილების საზღვრები“, - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე, დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებით სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა შემოსავლების შემცირებას იწვევს და ფართით მოსარგებლეებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამის საფუძველზე აუდიტის ანგარიშმა ეროვნულ მუზეუმზე გაცემული რეკომენდაცია შემდეგია: „ფართით დროებით სარგებლობის ტარიფები განისაზღვროს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ფასწარმოქმნის ელემენტის მიხედვით. იდენტიფიცირებულ და დასაბუთებულ იქნეს მომეტებული საჯარო ინტერესის მატარებელი გარემოებები და ფაქტორები, რომლებიც საფუძვლად დაედება ცალკეულ შემთხვევაში დადგენილი ტარიფებისგან განსხვავებულ (შემცირებულ) საფასურზე შეთანხმებას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები