მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ დღეში საზტრანსპორტით 1.4 მლნ-მდე მგზავრობა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაგარია“ - კალაძე

642d27179898b
თინათინ ნატმელაძე
05.04.23 11:49
2393
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების რეკორდული მაჩვენებელი იქნა დაფიქსირებული - დღეში 1 360 795 მგზავრობა, რაც ძალიან მაგარია და ძალიან მნიშვნელოვანია. ამავე დღეს, მხოლოდ ავტობუსებმა გადაიყვანეს 580 816 მგზავრი. უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრთნაკადის ზრდა გვაქვს მეტროშიც, დეკემბერში, კონკრეტულად 23 დეკემებრს, მეტროში დაფიქსირდა 527 636 მგზავრ მომსახურება, რაც ძალიან მაგარია და ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

კალაძის თქმით, გასული წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 43%-ით გაიზარდა, რაც ახალმა რეფორმებმა განაპირობა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე სწრაფი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და ყველაზე კომფორტული. ამიტომ გვაქვს დაგეგმილი თუნდაც იმ 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, ახალი ვაგონების შემოყვანა, მეტროსადგურების განახლება - საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ ყველაზე პოპულარული.

აღნიშნული მონაცემები პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის სიახლეები, რაც ევროპის ქალაქებში გამოიცადა, სწორი მიმართულებით ინერგება ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები