მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

"ქართულმა ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი ბიძინა ივანიშვილს და გუნდს მადლობას უხდის და ერთ-ერთი მთავარ მიზნად პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას ასახელებს.

როგორც მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებულია.

"დავიწყებ მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მეამაყება და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში, ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე უმრავლესობის თითოეულ წევრს განსაკუთრებული მადლობა ნდობის გამოცხადებისთვის.

რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა პირდაპირ შეურაცხყო და უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ეს იმ ფონზე, რომ სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, გაღვივებულია რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე "მეგობრები" ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მისია და მიზანი იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი, ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს. ამის საპირისპიროდ, არის სიყვარული გამაერთიანებელი.

გულწრფელად მინდა გითხრათ, მკაფიოდ დაგპირდეთ, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ჩემი ქვეყანა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საზოგადოების გაერთიანებისთვის, ჩვენი ეროვნული ინტერესები, იდენტობა, ღირებულებები, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერ გავხდით საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი",- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები