მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთ კვირაში გორში ახალ ფილიალს გავხსნით“ – Royal Georgia

64257d413dd63
ნანუკა ნარიმანიძე
31.03.23 09:31
1272
მატრასების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „როიალ ჯორჯია“ გორში ახალ ფილიალს გახსნის - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა თეა მაისურაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

„გორში ჩვენს პროდუქციაზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, შესაბამისად, გადავწყვიტეთ მაღაზიის გახსნა. ერთ კვირაში გორში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ გურამიშვილის ქუჩაზე ჩვენს მაღაზიაში მოსვლა“, - თქვა დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, კომპანია აქტიურად მუშაობს ბათუმში ოპერირებაზეც.

„ჩვენი გუნდის ნაწილი უკვე გადადის ბათუში და ერთ თვეში აქტიურად დავიწყებთ ბათუმის ბაზრის ათვისებას. გორისა და ბათუმის შემდეგ, აუცილებლად შევალთ ქუთაისშიც და ნელ-ნელა ჩვენს რეგიონს მოვიცავთ. საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისგან ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, ჩვენ ვეცდებით მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ და გავაკეთოთ ჩვენი ქსელი საქართველოს რეგიონებში“, - განმარტა მაისურაძემ.

ცნობისთვის, „როიალ ჯორჯია“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა, კომპანია მომხმარებელს ორთოპედიულ მატრასებს, ბალიშებს და ლეიბებს სთავაზობს. საწარმო ლილოში, თიკანაძის ქუჩაზე მდებარეობს, საწარმოო რესურსი დღეში 200-მდე მატრასია და კომპანია 100-მდე ადამიანს ასაქმებს. მატრასების ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით, 300-დან 2 000 ლარამდე იცვლება, კომპანიას მატრასებისთვის საჭირო ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები