მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ბიუჯეტის 4.4%-იან დეფიციტს არ უნდა გავცდეთ - კაკაურიძე დეპუტატებს

61600b6e1eab6
ინგა მურუსიძე
08.10.21 13:26
758
პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა დაიწყო. ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების დეპუტატებისთვის გაცნობისას რამდენჯერმე გაიმეორა თუ როგორი მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის და მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ვალის შემცირება. 

"ვეცდებით, გავიზიაროთ თქვენი წინადადებები სხვადასხვა პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ამის საშუალება გვექნება, მაგრამ ბიუჯეტის 4.4%-იან დეფიციტს არ უნდა გავცდეთ, რათა მომდევნო წლებში ქვეყანა არ დავაყენოთ რისკის ქვეშ, როგორც ვალის, ისე საბიუჯეტო დეფიციტის კუთხით", - თქვა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კანონმდებლებს ისიც უთხრა, რომ საქართველოს ორგანული კანონით, 2023 წელს  ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე უნდა ჩამოვიდეს, წელს კი ეს მაჩვენებელი 6,9%-ია და ხოლო 2022 წელს კი 4.4%-იანი დეფიციტი უნდა გვქონდეს.

„უკვე განახლებული პროგნოზის მიხედვით, წელს ეკონომიკური ზრდა 9,5% იქნება, ხოლო 2022 წელს -  6%. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური აღდგენა იმაზე სწრაფად მოხდა, ვიდრე ამას ვპროგნოზირებდით, თუნდაც ზაფხულის პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს კარგია, მაგრამ ეს კიდევ უფრო მეტად გვაიძულებს, გავაკეთოთ მეტი კონსოლიდაცია და ამ კონსოლიდაციის გაკეთების დროსაც იმ დონეზე შეზღუდვა აღარ გვჭირდება ხარჯების, ვიდრე ეს დაგვჭირდებოდა, რომ არა ასეთი სწრაფი აღდგენა.

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვები გაგრძელდება, თუმცა ერთ რამეზე ახლავე უნდა შევთანხმდეთ - რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს ხარჯების ზრდა, მნიშვნელოვანია, დეფიციტის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, რადგან დეფიციტი გავლენას ახდენს ვალის მაჩვენებელზე. 2021 წელს მშპ-სთან მიმართებით მთავრობის ვალის 60%-იანი ნიშნული გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ჩამოვდივართ, დაახლოებით, 54%-ზე; მომდევნო წელს ვალის მაჩვენებელი 52%-მდე მცირდება და ეს ყველაფერი ფისკალური სექტორის მდგრადობისთვის არის აუცილებელი, რათა ნებისმიერი სხვა გამოწვევის პირობებში რისკების წინაშე არ აღმოვჩნდეთ “, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები