მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ სკაზე ერთი ლარი - რა თანხა შევიდა მეფუტკრეებისგან სატყეო სააგენტოს ბიუჯეტში?

63131c615a101
ალა ისპირიანი
03.09.22 20:00
1567
მიმდინარე წლის მაისში, საქართველოს მთავრობის "ტყით სარგებლობის წესის შესახებ’’ 221-ე დებულებაში ცვლილება შევიდა და ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განმარტება გააკეთა, რომ აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირება იყო, რის გამოც მეფუტკრეებს, 1 წლის განმავლობაში, ტყეში 1 სკის განთავსება 1 ლარი დაუჯდებოდათ.

ტყით სარგებლობის დეპარტამენტის უფროსის ზურა ყელიხაშვილი განცხადებით, რეგულირების პროცესი კარგად მიმდინარეობს, რადგან  ბოლო მონაცემებით, სააგენტოში ტყით სარგებლობის მოთხოვნით უკვე 41 მეფუტკრე დარეგისტრირდა.

როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა მეფუტკრეებიდან შემოსული თანხა 5 000 ლარს აჭარბებს.

„მეფუტკრეებს სკების განთავსების უფლებისთვის, განცხადება სატყეო სააგენტოში შემოაქვთ. სააგენტო განცხადებებს განიხილავს, რის შემდეგაც მათ ტყეში სკების განთავსების უფლება ეძლევათ. სკის განთავსების მაქსიმალური ვადა 5 წელია და თუ მეფუტკრე გადაწყვეტს, რომ მეტი დრო სჭირდება, ხუთი წლის შემდეგ თავიდან შემოიტანს განცხადებას.

საკმაოდ გააქტიურდა მოთხოვნები და დღეის მდგომარეობით უკვე 41 მეფუტკრე არის დარეგისტრირებული. აღნიშნული რაოდენობიდან სააგენტოს ანგარიშზე 2022 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა განცხადება შემოიტანეს, ბოლო მონაცემებით, 5 000 ლარზე მეტი შემოვიდა“,- ამბობს ზურა ყელიხაშვილი.

რაც შეეხება სკის განთავსების ტარიფის ცვლილებას, ის ამბობს, რომ ზრდა ან კლება არ იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები