მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთ სულ მოსახლეზე მშპ დღეს არსებული $4300-დან ათ წელში $10 000-მდე გაიზრდება - მინისტრი

610bc6a4ea6f4
თამთა ჯიჯავაძე
05.08.21 15:05
4115
გვაქვს ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ჩვენ პანდემიის წელსვე ველოდებით საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც შენარჩუნდება მომავალ წლებში ტურიზმის აღდგენის პარალელურად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გრძელვადიან პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, როგორც ნომინალური, ასევე მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოხატული, ორჯერ და მეტად გაიზრდება.

„ეს არის ის ორი ეკონომიკური პარამეტრი, რითაც შეგვიძლია ჯამურად შევაფასოთ ჩვენი გაწეული საქმიანობა. ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაიზრდება დღეს არსებული 4300 აშშ დოლარიდან, 2030 წლისთვის გასცდება 10 000 აშშ დოლარს. ხოლო მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოხატული მშპ ერთ სულ მოსახლეზე დღეს არსებული 14 800 აშშ დოლარიდან გაიზრდება 31 000 აშშ დოლარამდე. დარწმუნებული ვარ, ამ მიზნის მიღწევაში დიდი მხარდაჭერა გვექნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები