მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ თვეში გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" ჯამში ₾4,1 მლნ-ის დეკლარირების წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს

ფული

მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის 60 ფაქტი აღკვეთეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს

"აღმოჩენილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო რაოდენობამ ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 4 115 960 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯარიმა - 347 087 ლარის ოდენობით შეეფარდათ", - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები