მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტს - 3,800 ლარს ამერიკელები ხარჯავენ, რუსები - 3-ჯერ ნაკლებს

606b30a65df0e
შოთა ტყეშელაშვილი
05.04.21 19:55
8402
2020 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმის გაჩერებიდან გამომდინარე $2.7 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო. 2019 წელს კი ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების 9 მილიონზე მეტი ვიზიტი შედა და ტურიზმმა ქართულ ეკონომიკას $3.2 მილიარდი მოუტანა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში საუბარია იმის შესახებ საშუალოდ რა თანხებს ხარჯავენ უცხოელი ვიზიტორები ერთი ვიზიტის დროს საქართველოში.

გამოკითხულ უცხოელებს შორის საქართველოში ყველაზე მაღალი ხარჯი ამერიკელ ვიზიტორებს აქვთ, რაც ერთ ვიზიტზე საშუალოდ 3,813 ლარს შეადგენს. შედარებისთვის რუსი ვიზიტორების საშუალო დანახარჯი სამჯერ მცირე იყო და 1,282 ლარს შეადგენდა. 

თუმცა იმის გამო, რომ ჯამურად უფრო მეტი რუსი ვიზიტორი შემოდიოდა, ვიდრე ამერიკელი ვიზიტორი, ეკონომიკის დამოკიდებულება რუს ვიზიტორებზე უფრო მაღალი იყო და 2.1 მილიარდ ლარს შეადგენდა. ამერიკელი ვიზიტორების ხარჯი საქართველოში კი 10-ჯერ ნაკლები იყო და 227 მილიონ ლარს შეადგენდა. 



2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა წლიურად 91%-ით შემცირდა. 

2020 წლის 1 თებერვლიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანაში ვიზიტორთა მნიშვნელოვანი მატება არ მომხდარა. თებერვალში ქვეყანაში ვიზიტორთა უდიდესი ნაწილი (86%) სახმელეთო გზით შემოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები