მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთად განვსაზღვროთ, რა ფორმით მოხდება „ლაგუნა ვერეს“ რეაბილიტაცია“ - მერი მოქალაქეებს მიმართავს

63d0d7ea8a2af
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.23 11:16
1010
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს „ლაგუნა ვერეს“ აღდგენისას ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რეაბილიტაციის პროცესში არქიტექტორები და დიზაინერები ჩაერთვებიან. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

როგორც მერმა აღნიშნა, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია განახლებას საჭიროებს.

„ამ ტერიტორიის მოწესრიგება დედაქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, როგორც დღესაა ეს ტერიტორია. ეს ძალიან მაგარი პროექტი იქნება და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება ლაგუნა ვერეს ტერიტორია და მეტიც, დედაქალაქის მერიას გადმოეცემა, რისთვისაც მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის.

მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით აღნიშნული სივრცეს მოვაწესრიგებთ. ერთად განვსაზღვროთ როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტაცია, ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებს და დიზაინერებს... ერთად ვიმუშაოთ, საზოგადოების ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები