მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ერთად რა დიადი ერი ვიქნებოდით" - ტრამპი კანადაზე

ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას ეხმიანება და აშშ-კანადის გაერთიანებაზე საუბრობს. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "კანადაში 51-ე შტატად ყოფნა ბევრ ადამიანს მოსწონს".

ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ-ს აღარ შეუძლია დაზარალდეს დიდი სავაჭრო დეფიციტისგან და სუბსიდიებისგან, რომელიც კანადას სჭირდება, რაც ტრუდომ იცოდა და ამიტომ, გადადგა.

"თუ კანადა აშშ-ს შეუერთდებოდა, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები შემცირდებოდა და ისინი სრულად დაცული იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან, რომლებიც მუდმივად მათ ირგვლივ დაცურავენ. ერთად რა დიადი ერი ვიქნებოდით", - წერს ტრამპი.

გუშინ, 6 იანვარს, ტრუდომ განაცხადა, რომ რომ ტოვებს ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, თუმცა კანდიდატის შერჩევამდე პრემიერის პოსტზე დარჩება. კანადის ახალ მთავრობას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მუშაობა მოუწევს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას ტარიფების დაწესებით ემუქრება. ტრამპი, რომლის ადმინისტრაცია აშშ-ის მართვას 20 იანვრიდან შეუდგება, აცხადებს, რომ კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქტებს 25%-იან ტარიფს დაუწესებს. ეკონომისტების შეფასებით, ტარიფები კანადის ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები