მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთადერთი ცვლილება საქართველოს მთავრობაში - თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი იქნება

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძის ნაცვლად ირაკლი ჩიქოვანი ინიშნება.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ბურჭულაძემ გადაწყვეტილება თავად დაიწყო და თქვა, რომ ის საქმიანობას სხვა სფეროში გააგრძელებს.

„მთავრობის ყველა წევრს ყველა მინისტრს შევთავაზე დარჩენა. ერთადერთი ცვლილება განხორციელდება და ეს იქნება თავდაცვის სამინისტრო“, - თქვა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები