პარლამენტმა 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა დაამტკიცა.
ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქნება. როგორც მან მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სათანადოდ მოეკიდება ამ პასუხისმგებლობას.
"მადლობა პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მხარდაჭერისთვის. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება.
თვისებრივად საქმიანობის განსხვავებული სივრცე, სფეროა. დიდი პასუხისმგებლობაა მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. ახლო მომავალში მყისიერად გადავალთ სამუშაო პროცესზე. ბევრი რამ არის გასაკეთებელი", - განაცხადა კობახიძემ.