მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. ფანდრაიზინგი საარჩევნოდ ჩვეულებრივი მოვლენაა - კობახიძე ბიზნესის შეწირულობებზე

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პერიოდში ბიზნესის მხრიდან "ფანდრაიზინგი" ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„იცით, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვარ. ე.წ. ფანდრაიზინგი საარჩევნოდ ჩვეულებრივი მოვლენაა. მათ შორის ის, რომ კონკრეტული რეგიონიდან ხდება კონკრეტული დროის მონაკვეთში თანხების მობილიზება, ესეც არის ფანდრაიზინგის შედეგი, ანუ მიზანმიმართულად ხდება თანხების მოზიდვა იმისათვის, რომ საარჩევნო შტაბმა იფუნქციონიროს.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კავშირშია ბიზნესის თავისუფლებასთან. თქვენ იცით, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი 2004-2012 წლებში. ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყანაში სისტემური მოვლენა იყო. პრაქტიკულად ბიზნესმენი არ დატოვეს რეკეტის გარეშე.

ასეთ პირობებში, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ ბიზნესმენები თანხებს სწირავენ მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას. რეალურად, თუ ვინმეს ეშინია, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების, ეს არის პირველ რიგში ბიზნესი. მათ იციან კარგად, როგორია კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხელწერა, ლელოს ლიდერების ხელწერა, სხვების ხელწერა ბიზნესთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ბიზნესი თანხებს სწირავს მმართველ პარტიას და არა ოპოზიციას“, - აცხადებს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები