მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი და იგივე ჯგუფებს ყველაფერი აქვთ, ერთი დამკრძალავი ბიურო არ ეკუთვნით - ვახტანგ თურნავა ჯანდაცვის სექტორზე

ვაკო თურნავა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვახტანგ თურნავამ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ირაკლი ლექვინაძეს ჯანდაცვის სექტორის შესახებ მიმართა კითხვით და განაცხადა, რომ მისი შეფასებით, სადაზღვევო, ჰოსპიტალებისა და სააფთიაქო ბაზრებზე არსებული მაღალი კონკურენცია მომხმარებლებისთვის პრობლემებს ქმნის.

“ერთი და იგივე ჯგუფებს აქვთ ყველაფერი, ერთი დამკრძალავი ბიურო არ აქვთ, დანარჩენი ყველაფერი აქვთ. ამაში რაიმე პრობლემას ხომ ვერ ხედავთ? და თუ ხედავთ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს უკეთესი სერვისი და არ იყოს ისეთი ვითარება, რასაც ვხედავთ რომ სადაზღვევო კომპანიას აქვს თავისი საავადმყოფო, რა თქმა უნდა ჩნდება რისკი რომ არ დააფინანსოს იმდენად ან სხვა რისკი. ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვერტიკალური ინტეგრაციაა ბევრ ქვეყანაში ამართლებს კიდეც, თუ არ არის 40%-ზე მეტი 50%-ზე მეტი ბაზრის წილი. დღეს ამ სფეროში ერთ ჯგუფს თუ აქვს 30%-40%-ზე მეტი. ევროკავშირის შემთხვევაში 25%-ზე მეტი წილის შემთხვევაში ეკითხებიან და კომპანიების შესყიდვას უზღუდავენ. ასეთი ქეისებიც არსებობს,”- განაცხადა ვახტანგ თურნავამ.

დეპუტატის შეფასებებს პარლამენტის სხდომაზე პასუხით გამოეხმაურა საქართველოს მომხმარებელთა დაცვისა და კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, სადაზღვევო და სამედიცინო ბაზრები დღეს მართლაც მაღალკონცენტრირებულია და მათი მიდგომა ფოკუსირებულია იმაზე, რომ ამ მაღალი კონცენტრაციის პირობებში მომხმარებელთა ინტერესი დაცული იყოს და მათ არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

“დაზღვევის ბაზარი არის მაღალკონცენტრირებული. სამედიცინო მიმართულებით სამწუხაროდ გვაქვს მოცემულობა რომ გვყავს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფები და სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფია, რომელსაც გააჩნია იმპორტის ქსელი, ფარმაციული ქსელი, საავადმყოფოების ქსელი და აქვთ სადაზღვევო კომპანიები. ჩვენ აქვ ვხედავთ ჯგუფური დომინირების ვითარებას. თუ სამი კომპანიის წილი აღემატება 50%-ს, ესაა ჯგუფური დომინირება. ბაზრის მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ვაკეთოთ. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის წილი 90%-ს უახლოვდება. ასეთი მოცემულობაა, ასევე არის შედარებით მცირე მოთამაშეები, თუმცა ისინი ბაზარს ვერ ქმნიან. როდესაც ჩვენ ეს ბაზარი შევისწავლეთ, დავინახეთ რომ შესაძლოა არსებობდეს ხელოვნური მოთხოვნის წარმოშობის რისკი, რომ არსებობს მიმართება სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ მოხდეს კონკრეტული მედიკამენტის მითითება და გამოიწეროს ერთი ბრენდი, რომელიც ქიმიური შემადგემლობით სხვა ანალოგის იდენტურია. როდესაც ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, იყო ერთი და იგივე მედიკამენტი იყო ბრიტანულიც, შვეიცარულიც, კვიპროსულიც და არა ევროპულიც. შვეიცარული ღირდა 30 ლარი, ბრიტანული 9 ლარი, ეფექტი შემადგენლობის მიხედვით იყო იგივე და ხდებოდა კონკრეტული სავაჭრო ბრენდის მითითება და ხდებოდა შესაბამისად რეალიზაცია კონკრეტული მედიკამენტით. ამიტომაც იქნა ჩვენ მიერ ელექტრონული რეცეპტების სისტემის რეკომენდაციის გაცემა, რომ მინიმუმ სამი არჩევანი უნდა შესთავაზოს ჯენერიკების სახით, უთხრას რომ სამივე ერთი და იგივე ეფექტის მატარებელია და უთხრას პაციენტს რომ არჩევანი მასზეა რომელს იყიდის,”- უპასუხა ირაკლი ლექვინაძემ.

საკომიტეტო მოსმენაზე ლექვინაძემ განაცხადა, რომ ბაზრის მონიტორინგი და რისკების შეფასება გაგრძელდება.

წამლის ფასში სამკაულების, სასტუმროების და ავტომობილების ხარჯები აღმოვაჩინეთ - ლექვინაძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები