ფარმაცევტული სექტორის მონიტორინგის ფარგლებში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ გამოვლენილი დარღვევების დეტალებზე სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, რიგი ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებში დაფიქსირდა ისეთი ხარჯები, რომლებიც არაკორექტულად ზრდიდა წამლის საბითუმო ფასებს.
საუბარია ისეთ ხარჯებზე, როგორიცაა ძვირად ღირებული სამკაული, საქართველოში და უცხოეთში ფეშენებელურ სასტუმროებში კონფერენციების ორგანიზება და განთავსება, ასევე ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენისა და ექსპლუატაციის ხარჯები.
"ჩვენი ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ რეფერენტული ფასების ამოქმედებამდე ოთხ ფარმაცევტულ კომპანიასა და შვიდ მედიკამენტზე არსებობდა ჭარბი ფასი. შევისწავლეთ ჯაჭვი იმპორტიდან საბითუმო მიწოდებამდე, რადგან ფარმაცევტულ ქსელში მარჟები მაღალი არ არის, საშუალოდ 12–20%-ის ფარგლებშია. სწორედ საბითუმო მიწოდების ეტაპზე აღმოვაჩინეთ მნიშვნელოვან ფასნამატები.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვების ანალიზით აღმოჩნდა, რომ ფასებში შეტანილი იყო ისეთ არასამართლებრივი ხარჯებიც, როგორიცაა ძვირად ღირებული სამკაული, საქართველოში და უცხოეთში ფეშენებელურ სასტუმროებში კონფერენციების ორგანიზება და განთავსება, ასევე ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენისა და ექსპლუატაციის ხარჯები. ამ არამიზნობრივი ხარჯების გამოკლებით დადგინდა 150–200%-ის ფარგლებში ჭარბი ფასი.
შედეგად, ოთხი კომპანია დავაჯარიმეთ დაახლოებით 600 000 ლარის ოდენობით. მათგან ორმა ჯარიმა არ გაასაჩივრა და გადაიხადა, ორთან კი სასამართლო დავა გრძელდება", - განაცხადა ლექვინაძემ.
კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ოთხი ფარმაცევტული კომპანია ჯამში 560 ათასი ლარით 7 აგვისტოს დააჯარიმა.
დაჯარიმებულები იყვნენ:
- შპს გლობალ ცბს - 249 144 ლარით;
- შპს კონცეპტ ფარმა, - 21 646 ლარით;
- შპს რიჩ გრუპი - 77 936 ლარით;
- შპს გეა -210 632 ლარიით;
ვის ეკუთვნის ფარმაცევტული კომპანიები, რომლებიც კონკურენციის სააგენტომ ₾0.5 მილიონით დააჯარიმა?
სააგენტო მაშინ წერდა, რომ მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული.




























