მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.03 გახდა - ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივნისში იყო

61fa824c69f70
BM.GE
02.02.22 17:03
1612
2 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.65 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0286 ლარს შეადგენს. ლარი დოლართან მიმართებით ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის ივნისში იყო.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.425 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით ლარი ასეთი მყარი ბოლოს 2020 წლის მარტში იყო.

0.81-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.1031 ლარი გახდა. 

ლირასთან მიმართებით კურსი 0.25 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 22.51 თეთრი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 თებერვლიდან შევა ძალაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები