მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.27 ლარი გახდა

60b0ea3581db5
BM.GE
28.05.21 17:05
947
28 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი გაუფასურდა. აშშ დოლართან მიმართებით კურსის ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2779 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9922 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.41 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.3824 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 3.54 თეთრით გაიზარდა და 4.6471 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 29 მაისიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 7 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები