მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.37 ლარს ასცდა

605ddbb531845
BM.GE
26.03.21 17:00
1574
26 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3718 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.88 თეთრით გაუფასურდა შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.9733 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.16 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4194 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 5.02 თეთრით გაიზარდა და 4.6457 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 მარტიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: სებ-მა ორშაბათს $40 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ეს 2021 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $160 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები