"ოცნების" მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ეუთოს ე.წ. "მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლაშა დარსალიან განაცხადა, რომ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე ამოქმედებული მექანიზმის ფარგლებში ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა.
„მოგეხსენებათ ეუთოს რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნით ამოქმედდა ე.წ. "მოსკოვის მექანიზმი", შესაბამისად ოდირის წინასწარ დამტკიცებული სიიდან შეირჩა ერთი ექსპერტი, რომელიც ეწვევა საქართველოს უახლოეს პერიოდში.“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.
მისივე განმარტებით, ქართული მხარე უზრუნველყოფს ექსპერტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
„ქართული მხარის მიერ მისი ვიზიტის ფარგლებში მიწოდებული იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია. დაველოდებით მის მიერ შედგენილ დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ დამატებით კომენტარებს.“ - აღნიშნა მან.
"მოსკოვის მექანიზმი" - რა არის და ვის წინააღმდეგ გამოუყენებია ის ეუთოს?
საქართველოს წინააღმდეგ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ექსპერტთა მისიამ მუშაობა დაიწყო




























