საქართველოს პორტებში „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ამოქმედდა. ნავსადგურებში ციფრული სერვისების დანერგვაზე საუბარი 2019 წლიდან და მთავარი მიზანი კი, სექტორში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება და ნავსადგურების ეფექტიანობის გაზრდაა. სქემა ერთიან ელექტრონულ პლატფორმას მოიაზრებს და ყველა იმ საჯარო და კერძო უწყებას აერთიანებს, რომელთა ნებართვებიც გემის ნავსადგურში შემოსვლისთვის არის აუცილებელი. კერძოდ, გემის აგენტები ერთიან სისტემაში შეძლებენ სათანადო დოკუმენტაციის ატვირთვას და აღარ მოუწევთ ყველა უწყებისთვის ცალ-ცალკე მიმართვა. ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, სისტემის ამოქმედება ნავსადგურში საკონტეინერო გემების დაყოვნების დროს 1.5 საათამდე, ხოლო სხვა ტიპის გემებისთვის - 4 საათამდე შეამოკლებს. ნავსადგურში გემის მომსახურების პროცესის დაჩქარება კი, თავის მხრივ, საზღვაო გადამზიდ კომპანიებს ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. რეალურად რა იცვლება ნავსადგურებისთვის, საზღვაო ხაზებისა თუ ტვირთის მიმღები პირებისთვის და რა არის საჭირო სისტემის ეფექტიანად მუშაობისთვის?
სტუმარი: ზვიად ჩხარტიშვილი - ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის დირექტორი;