მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი პიკასო 100 ევროდ - მილიონიანი პიკასოს ნახატი საქველმოქმედო ლატარიაში თამაშდება

პიკასო

პიკასოს 1941 წელს შესრულებული Tête de femme სულ რაღაც 100 ევროდ შეიძლება თქვენიც გახდეს. ნახატი საქველმოქმედო ლატარიაში თამაშდება, რომლის გამარჯვებულიც 2026 წლის 14 აპრილს Christie’s-ის სააუქციონო სახლის პარიზის ფილიალში გამოცხადდება.

“ერთი პიკასო 100 ევროდ” - პიკასოს ნახატის ლატარიაში გათამაშების იდეა 2004 წელს დაარსებულ ფრანგულ ნონპროფიტ ორგანიზაციას, ალცჰაიმერის კვლევით ფონდს, (Fondation Recherche Alzheimer) და ფრანგ ტელეპროდიუსერ პერი კოშინს ეკუთვნის. ფონდი აფინანსებს კლინიკურ კვლევით პროგრამებს, სადოქტორო და პოსტდოქტორალურ სტიპენდიებს და ხელს უწყობს კვლევების გაზიარებას.

გათამაშების ფარგლებში 120,000 ბილეთია ხელმისაწვდომი, რომლის საშუალებითაც ფონდი იმედოვნებს 12 მილიონი ევროს შეგროვებას ალცჰაიმერის კვლევისთვის.

გათამაშება კოშენის რიგით მესამე საქველმოქმედო ლატარიაა. 2013 წელს, პიკასოს 1914 წლის ნახატმა L'Homme au Gibus 5 მილიონი ევრო მოიზიდა ლიბანში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქ ტირის დასაცავად და სოფლის ასაშენებლად. გამარჯვებული პენსილვანიელი 25 წლის ახალგაზრდა კაცი გახდა.

2020 წელს გამართული ლატარიის საშუალებით 5 მილიონი ევრო შეგროვდა, ამჯერად ორგანიზაცია CARE-სთვის Nature Morte (1921) გათამაშდა, რომელმაც თანხა აფრიკაში სუფთა წყლისა და ჰიგიენის პროგრამების მხარდასაჭერად გამოიყენა. გამარჯვებული ჩრდილოეთ იტალიელი ბუღალტერი აღმოჩნდა, რომელსაც შვილმა საშობაოდ გათამაშების ბილეთი აჩუქა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები