ასე უპასუხა დეგნანმა კითხვას, რომელიც ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა.
აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველოს არჩევანია რა სახის ურთიერთობა ექნება ქვეყანას ჩინეთთან. ასე უპასუხა დეგნანმა კითხვას, რომელიც ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა.
საუბარია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.
“რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, რა თქმა უნდა, ეს საქართველოს მთავრობის არჩევანია, რა სახის ურთიერთობა ექნება ჩინეთთან. ბევრი ქვეყანა უარს ამბობს „ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივაზე, მას შემდეგ, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდა, რომ ეს ინიციატივა არ არის სასარგებლო სხვა ქვეყნებისთვის. ამგვარად, თუ საქართველო დაეთანხმება ამას, ვიმედოვნებ, კარგ შედეგებამდე მიიყვანს. თუმცა ჩანს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოსთვის და ქვეყნის არჩევანია, ვინ იქნებიან მისი პარტნიორები. აშშ რჩება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად ისევე, როგორც ვიყავით ბოლო 30 წლის მანძილზე. ვფიქრობ, პარტნიორობის შედეგები არიან ნათელი და ძალიან პოზიტიური",-აცხადებს დეგნანი.