მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთი სივრცე, ერთი გარემო, ერთი ფერთა პალიტრა - გიორგი ხმალაძე პროექტზე The Lake-ტბა

ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთვის იმ წამყვანი არქიტექტორების ხედვის გაზიარებას, რომლებიც ჩართულნი არიან Placemakers-ის პროექტში - The Lake. რაზეც იცის საქმიანმა და ბიზნეს საზოგადოებამ, რომ ასსევე ჩართთულია ამ პროექტში და მის არქიტექტურულ კონცეფციაში, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არქიტექტურული ბიურო, ნორვეგიული Snohetta, თუმცა პროექტის მასშტაბი და ამბიცია მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით არ შემოიფარგლება და Placemakers-მა პროექტის გარშემო ქართველი წამყვანი არქიტექტორებიც გააერთიანა, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ, საერთო კონცეფციას საკუთარი ხედვა და ინდივიდუალური ხელწერა შესძინონ. მათ შორისაა გიორგი ხმალაძე, Khmaladze Architects-ის დამფუძნებელი და არქიტექტორი, რომლის პორტფოლიო არაერთ გამორჩეულ ქართულ და საერთაშორისო პროექტს აერთიანებს. მის სახელს უკავშირდება ბათუმის McDonald’s-ის და SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურის გამორჩეული არქიტექტურა, კომპანია მეამას ყავის საწარმო და სათავო ოფისი, ასევე არაერთი მასშტაბური პროექტი. მისი ნამუშევრები დაჯილდოებულია ArchDaily-ისა და Architizer A+ Awards-ის საერთაშორისო კონკურსებზე. პროექტში The Lake მისი მიდგომის ამოსავალი წერტილი თავად ადგილია: ფერდობის რელიეფი, ტბის ხედები, ბუნებრივი მასალები და ფერთა გამა, რომლებიც ვილის არქიტექტურულ სახეს განსაზღვრავს. გამწვანებული ეზოები კი ბუნებას და საცხოვრებელ სივრცეს შორის კავშირს აძლიერებს. როგორ აქცევს გიორგი ხმალაძე გარემოს არქიტექტურული ჩანაფიქრის ნაწილად და როგორ იქმნება სახლი, რომელიც ლანდშაფტს კი არ ცვლის საკუთარი თავის სასარგებლოდ, არამედ მის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა, The Lake-ის ერთ-ერთი ვილის კონცეფციის შესახებ თავად არქიტექტორი გვიამბობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები