ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო კანონმდებლობა მზად ჯერ კიდევ არ აქვს მზად. მისი შემუშავების დაანონსებიდან ერთ წელსა და ერთ თვეში, სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა საჯარო უწყებებთან და ექსპერტულ ორგანიზაციებთან ერთად, საინვესტიციო კანონმდებლობის დახვეწაზე მუშაობს. ექსპერტებთან ერთად კანონმდებლობის შემუშავების პროცესის დასრულების შემდეგ, მისი საჯარო განხილვები დაიწყება", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ BMG-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
საქმე ის არის, რომ 2023 წლის ივნისში გაცხადებული ინფორმაციით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გუნდი საინვესტიციო კანონმდებლობას შეიმუშავებდა. "საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ" - ამ სახელწოდებით პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2023 წლის შემოდგომაზე უნდა დარეგისტრირებულიყო.
2024 წლის მარტში BMG-ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა შიდაუწყებრივ განხილვას გადიოდა და მისი პარლამენტისთვის წარდგენა წელს იყო დაგეგმილი.