მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი წევრი მითხარით EU-ის 27 ქვეყნიდან, სადაც პრემიერი დებატებში უზის ოპოზიციას - ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება|კობახიძე

კობახიძე

"ერთი წევრი მითხარით ევროკავშირის 27 ქვეყნიდან, სადაც პრემიერი დებატებში უზის ოპოზიციას - ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება", - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “რუსთავი 2”-ზე დებატებზე განაცხადა, მაშინ როცა უკვე რამდენიმე წელია, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიების გადაცემებში არ მიდიან.

კობახიძის თქმით, სწორედ ხელისუფლების ინიციატივით გაიხსნა დებატები წამყვან ტელევიზიებში.

"მედიის თავისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ, მოლდოვაში დახურეს 12 ტელევიზია, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი 1, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2. საქართველოში არის მედიაპლურალიზმი, ტელევიზიები აშუქებენ რასაც უნდათ, სრული თავისუფლებაა უზრუნველყოფილი

მოლდოვას და უკრაინას არ გეუბნებით, ერთი ქვეყანა მითხარით ევროკავშირის 27 წევრიდან, სადაც პრემიერ-მინისტრი დებატებში უზის ოპოზიციას.

ამდენად გახსნილია ჩვენი ხელისუფლება, ამდენად გახსნილია მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება და ვის ვედრებით, მოლდოვას და უკრაინას, სადაც საერთოდ აღარ არის მედიაპლურალიზმი? ამას ვედრებით? მე ფაქტებით გესაუბრებით და თქვენ ზეპირად მესაუბრებით.

PACE-ს, OGP-ს, სოციალისტურ პარტიას და OECD-ს რაც შეეხება, ყველაფერზე არგუმენტები გვაქვს, რადგან ოთხივე სუბიექტი პირდაპირ გამოიყენებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟისთვის. ფაქტებით ვისაუბროთ და არა ზოგადად და აბსტრაქციებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები