მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ერთი თუ ორია დარჩენილი... ისინიც ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან“ - პრემიერი ონლაინკაზინოებზე

619d464882319
თელარა გელანტია
23.11.21 23:44
2047
„წარმოგიდგენიათ, რომ ეს 1,5 მილიარდი ლარი ისევ ამ გაჭირვებული ფენიდან, გაჭირვებული მოსახლეობიდან, თუნდაც სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისგან მიედინება ონლაინკაზინოების ანგარიშებზე“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ონლაინკაზინოებისთვის დაანონსებული ახალი რეგულაციების თემაზე საუბრისას გააკეთა და იქვე დასძინა, რომ ამ ბიზნესის დაკავებული კომპანიები საქართველოდან თანდათან გადიან.

„მე უცხოური კომპანიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა უცხოური კომპანიაა, ერთი თუ ორია დარჩენილი და ისინიც უკვე ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან, ეს არ არის საინტერესო.

რა თქმა უნდა, ამ გაჭირვებული ხალხის ფული, 1,5 მილიარდი ლარი მთლიანად მიედინება ამ კომპანიების ანგარიშებზე, დიდი უმეტესობა უცხოეთში“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ონლაინკაზინოების თემაზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ ფიზიკური კაზინოების შეზღუდვა მთავრობის გეგმებში არ შედის.

„ფიზიკურ კაზინოებში ძირითადად თამაშობენ უცხოელები, ტურისტები... ამიტომ რაიმე შეზღუდვას არ ვაპირებთ“ - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები