მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 701 დოლარია - რომელი ქვეყნების მოქალაქეები ხარჯავენ უფრო მეტს?

ტურისტები

საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 6 თვის მონაცემებით, ერთი ვიზიტორის საშუალო დანახარჯი 701 დოლარი იყო.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.97 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში საქართველოში უცხოეთის მოქალაქეებმა 2,810,524 ვიზიტი განახორციელეს, რაც წლიურად 4.6%-ით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2 მილიარდი დოლარიდან ყველაზე მეტი თანხა - 308 მილიონი დოლარი საქართველოში რუსი ვიზიტორების დანახარჯებს წარმოადგენდა. რუსი ვიზიტორების რაოდენობა ამავე პერიოდში 581 ათასს შეადგენდა, შესაბამისად, ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯები 529 დოლარს შეადგენდა. მეორე ადგილს იკავებს ევროკავშირის ქვეყნების ვიზიტორები, მათი რაოდენობა წელს 202 ათასს შეადგენდა, შესაბამისად ერთი ვიზიტის საშუალო დანახარჯი 1371 დოლარი იყო. ასევე მაღალმხარჯველი ვიზიტორები ჰყავს საქართველოს ისრაელიდან, საიდანაც ერთმა ვიზიტორმა წელს 1,412 დოლარი დახარჯა საქართველოში. განსაკუთრებით მცირე იყო სომეხი ვიზიტორების დანახარჯები, რაც ვიზიტზე მხოლოდ 169 დოლარი იყო. თურქეთის მოქალაქეთა დანახარჯები კი 484 დოლარს შეადგენდა.

2025 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლები ქვეყნების მიხედვით:

# ქვეყანა ტურიზმის მთლიანი შემოსავალი ვიზიტორთა რაოდენობა ერთი ვიზიტის დანახარჯი
1 რუსეთი $308 მილიონი დოლარი; 581,099 ვიზიტი; $530
2 ევროკავშირი $277 მილიონი დოლარი; 201,986 ვიზიტი; $1,371
3 თურქეთი $259 მილიონი დოლარი; 533,614 ვიზიტი; $484
4 ისრაელი $242 მილიონი დოლარი; 171,294 ვიზიტი; $1,412
5 აზერბაიჯანი $103 მილიონი დოლარი; 135,248 ვიზიტი; $759
6 უკრაინა $70 მილიონი დოლარი; 56,461 ვიზიტი; $1,231
7 სომხეთი $66 მილიონი დოლარი; 390,788 ვიზიტი; $169
8 ირანი $57 მილიონი დოლარი; 57,292 ვიზიტი; $986
9 საუდის არაბეთი $39 მილიონი დოლარი; 26,910 ვიზიტი; $1,442
10 ბელარუსი $36 მილიონი დოლარი. 46,248 ვიზიტი; $774

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები