მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთიან ბაზაში აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ადამიანია რეგისტრირებული - RS

კაზინო აზარტული თამაშები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი.

როგორც BMG-ის შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54 ფიზიკური პირი შეიყვანეს ბაზაში, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი დარეგისტრირდა.

უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები.

შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1 მარტიდან განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული.

ინფორმაციისთვის: დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.

თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე , მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება ვებგვერდის საშუალებით.

ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები