მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ერთმანეთი არა მტრებად, არამედ პარტნიორებად უნდა აღვიქვათ" - ჩინეთის პირველი დიპლომატი ინდოეთზე

სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარი
BM. GE
20.08.25 19:45
241

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვანგ ი ინდოეთში 3-დღიან ვიზიტს ასრულებს. ნიუ დელიში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ პრესასთან საუბრისას ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ინდოეთმა და ჩინეთმა ერთმანეთი პარტნიორებად უნდა აღიქვან და არა მტრებად.

“ვფიქრობ, დროა, ჩინეთმა და ინდოეთმა ურთიერთთანამშრომლობის არსებული სტრატეგიული გაგება გამოასწორონ. ჩვენ ერთმანეთს არა მტრებად, არამედ პარტნიორებად უნდა აღვიქვამდეთ.” - აღნიშნა ვანგ იმ.

ტიბეტის საზღვრის საკითხის გასარკვევად ჩასულმა პირველმა დიპლომატმა პირობა დადო, რომ ჩინეთი ინდოეთთან ურთიერთობებში მეგობრულ დამოკიდებულებას გამოიჩენს და ორი ქვეყნის პარტნიორობას საერთო ინტერესებზე დააშენებს.

ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა ჩინელ კოლეგას სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აზიის ორმა უმნიშვნელოვანესმა ქვეყანამ პოზიციური განსხვავებები აღარასდროს უნდა გადაზარდოს დაპირისპირებაში. ინდოეთის პირველი დიპლომატის თქმით, ქვეყანა ჩინეთთან ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობისთვის მზადაა.

ცნობისთვის, ვანგ ის ვიზიტი ინდოეთში ორშაბათს დაიწყო და დღეს დასრულდება. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტუმრობის მიზანი ტიბეტის საზღვრის საკითხის გარკვევა და აგვისტოს ბოლოს დაგეგმილი, ნარენდრა მოდისა და სი ძინპინის შეხვედრის დეტალების დაზუსტება იყო. უცნობია, როგორ გადაწყდა ტერიტორიული საკითხი, თუმცა ცნობილია, რომ 31 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ მინისტრი შანხაიში ჩავა და ჩინელ კოლეგას შეხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები