მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთობლივი დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებია - გახარია

5ed36b4150904
BM.GE
31.05.20 12:35
784

პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების, ექიმების, პოლიციის, ერთობლივად ყველას დამსახურებაა, რომ თბილისი და ბათუმი ევროპაში კოვიდისგან ყველაზე სუფთა ქალაქებად გამოცხადდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადა, სადაც უწყების სრულ შემადგენლობას პოლიციის დღე მიულოცა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაშინ, როდესაც ეს გაუჭირდათ ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საქართველომ ეს შეძლო მოქალაქის ორგანიზებულობით, ექიმების და პოლიციის პროფესიონალიზმით და ყველას გუნდური მუშაობით.

"ინფიცირებულ ადამიანებს სჭირდებათ სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად სოციუმში დაბრუნება. მხოლოდ ასე შევძლებთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული ვირუსის კონტროლში, ვირუსი მსოფლიომ უნდა დაამარცხოს ერთად, გლობალურად. ცალკე აღებული სახელმწიფო აქ ვერაფერს გააკეთებს.

საქართველო უნდა იყოს წარმატებული ვირუსის ეფექტურ კონტროლში და ეფექტურ კონტროლში პოლიციის ფუნქცია, ექიმებთან ერთად, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს ეფექტური კონტროლი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გაიხსნას, რომ ნორმალურად ვიცხოვროთ - ტურისტი ჩამოვიდეს, ადამიანები სამსახურებში დადიოდნენ, მშენებლობა გაგრძელდეს და ა.შ და ამაში თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო რეგიონში და ევროპაში ყოველთვის უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურად მაკონტროლებელი და ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ქვეყანა, მეტი სტუმარი და ტურისტი გვჭირდება იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ეფექტი მიიტანონ ჩვენმა მოქალაქეებმა ოჯახში. ჩვენ ყოველთვის უნდა ვiყოთ ეფექტურად ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი რეგიონში და ევროპაში", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები