"ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი!" - ვოლოდიმირ ზელენსკი რა კავშირი აქვს უკრაინას მოსკოვის ტერაქტთან?
თავისი თემის,მრევლის,ტომის თუ მხარდაჭერებისგან განსხვავებით, ლამის მთელი დღე ღამე და მეორე დღე დასჭირდა რუსეთის პრეზიდენტს მიემართა ხალხისთვის. იდეაში, ვინც ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებას გაეცნო - მისი საჯარო გამოჩენის დაყოვნების მიზანიც იოლად იკითხება. თემის პრელუდიისა და რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგიის ავტორების ხმას, ტერაქტიდან 19 საათში დაემატა რუსეთის მოქმედი პრეზიდენტიც, რომელმაც სიტყვა თქვა მას შემდეგ, რაც ოთხივე მსროლელი ტერორისტი დააკავეს და მათ გარდა კიდევ 7 პირი, რომელიც პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინის მიმართულებით მიმალვას ცდილობდნენ, სადაც მათ წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარე მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. ცხადია, არ დააყოვნა აღნიშნულზე უკრაინის განცხადებებმაც. პუტინის საჯარო გამოჩენამდე, უკრაინამ უარყო აღნიშნული კავშირი ტერაქტთან, თუმცა საკმაოდ ემოციური და პირდაპირი იყო შაბათს ღამე პრეზიდენტი ზელენსკი.