მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს ადამიანები თუ ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველო კეთროვანი სახელმწიფო გახდება" - ბიბილაშვილი

ზაზა ბიბილაშვილი

ეს ადამიანები თუ ხელისუფლებაში დარჩებიან, საქართველო კეთროვანი სახელმწიფო გახდება, - ამის შესახებ "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელმა, ზაზა ბიბილაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ისაუბრა,

მისი თქმით, სერიოზული დამოუკიდებელი ინვესტიცია ისეთ ქვეყანაში არ შევა, სადაც წარმატებული ბიზნესის გარანტია არ არის და სიტუაციის დალაგება ერთ კონკრეტულ ადამიანთან (ბიძინა ივანიშვილი) მოუწევთ.

„სერიოზული დამოუკიდებელი ინვესტიცია არ შევა ქვეყანაში, სადაც ეს ვითარებაა, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცებაზე, ვინაიდან გარანტია იმისა, რომ ბიზნესი წარმატებული გექნება, არ არის, თუ დალაგებული არ ხარ კონკრეტულად ერთ ადამიანთან, რომლის კეთილგანწყობაზეც ხარ დამოკიდებული. ისედაც პრობლემა იყო ივანიშვილის საქართველოში ინვესტირება და FDI-ს ძალიან დიდი ნაწილი რეალური უცხოური ინვესტიციები არ იყო. ესენი ქართული კომპანიები იყვნენ, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზეა რეგისტრირებული.

ახლა დამატებითი წინაღობა იქნება ინვესტიციებისთვის, რადგან ეს ფაქტობრივი ქვეყნის მესაკუთრე, მთელი ცივილიზებული სამყაროს მიერ არის სანქცირებული. სანქციები კიდევ უფრო გაღრმავდება დროთა განმავლობაში სახაზინო მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზეც აისახება. შედეგად, საქართველო კეთროვანი სახელმწიფო გახდება, თუ ეს ადამიანები დარჩებიან ხელისუფლებაში“ , - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები