მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ადასტურებს, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა არასწორად მიმდინარეობს" - იურისტი ამნისტიაზე

მიწების ამნისტია

“ჩვენთვის ეს იმის დადასტურებაა, რომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა არასწორად მიმდინარეობს”, - ასე ეხმაურება “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” უფროსი იურისტი, თეონა ზაქარაშვილი უკანონოდ მითვისებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მეპატრონეებზე ამნისტიის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას. 

ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ მიწების დასარეგისტრირებლად წლების განმავლობაში დახარჯული თანხები, არამიზნობრივია.

"ეს არის მთავარი ამბავი, რომ მიწის რეფორმის საკითხი არასწორად მიდის და სახეზე მოქალაქეების მხრიდან შესაძლო დანაშაული გვაქვს. რაც შეეხება მთავრობის გამოსავალს [ამნისტია], მოქალაქეებმა უნდა დააბრუნონ მიწები ან ფული გადაიხადონ მასში, ეს პრობლემური იქნება, მაგრამ შეფასება მას შემდეგ შეგვეძლება, რაც კანონპროექტი დარეგისტრირდება და ვნახავთ, რას გვთავაზობენ”, - აცხადებს თეონა ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ამნისტია მხოლოდ იმ პირზე გავრცელდება, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე მიწის ნაკვეთს სახელმწიფოს დაუბრუნებს ან ბიუჯეტში მის საფასურს სრულად დაფარავს. პრემიერის თქმით, წლების განმავლობაში ბევრმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რის გამოც პროკურატურაში ათეულობით საქმე დევს. ამნისტია 2 მუხლით ჩადენილ დანაშაულებზე ცხადდება - ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც თაღლითობას ეხება და 362-ე მუხლი, რომელიც ეხება ყალბი დოკუმენტის დამზადება - გამოყენებას ეხება. 

სასოფლო-სამეურნეო მიწის რა ნაწილია მთელ ქვეყანაში აღრიცხული? ამ კითხვით BMG-იმ საჯარო რეესტრს მიმართა, რომლისგან პასუხს ველოდებით. სააგენტოს 25 აგვისტოს მონაცემებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 450 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთია აზომილი, საიდანაც  370 000 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მინიჭებულია. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები