მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია და ვერ დააპატიმრებენ..." - პრეზიდენტი მერიის მიერ მოწყობილ სცენაზე

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე, თბილისის მერიის მიერ მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მოქალაქეებს 21:00 საათზე, პარლამენტთან შეხვდება.

"ეს ადგილი ჩვენია, ეს სცენა ჩვენია და ვერ დააპატიმრებენ. ორბელიანის მოედანი, სასახლე, ეს ადგილი, ყველაფერი თქვენია.

კახელებს დიდი მადლობა და სხვებსაც. მე მხოლოდ კახელი არ ვარ, მეგრელიც ვარ, გურულიც, ქართლელიც ვარ... დიდი მადლობა ყველას, შევხვდებით 9 საათზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს 21:00 საათზე პრეზიდენტი რუსთაველზე, პარლამენტის წინ პროევროპული აქციის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რისთვისაც მზადდებოდა სცენა. მაგრამ გავრცელებული ცნობებით, სცენა გაიტაცეს.

"სატვირთო მანქანა გაიტაცეს რუსთაველზე ასაწყობი სცენით და დინამიკებით. წარმოუდგენელი ისტერიკა აქვთ ქოცებს. დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ". - წერს სოციალურ ქსელში ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები