ბიზნესმენი პაატა ღაძაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ეს არ არის “უგუნურთა” პროტესტი! ეს არის მომავალი თაობის არჩევანი!
ძალადობით ძალადობას რომ მოიმკი, ხომ უნდა იცოდე! ეს მხოლოდ ახალი არჩევნებთ გრძელდება და რუსეთის დაისით მთავრდება!" - წერს ბიზნესმენი.
უკვე მესამე ღამეა, სპეცრაზმი ძალის გამოყენებით შლის მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებაზე.