მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ევროპაა" - 28 ნოემბრისთვის თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობების სამი მარშრუტი

აქცია რუსთაველზე

28 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე თბილისში საპროტესტო მსვლელობები - "საქართველო ევროპაა" გაიმართება. მონაწილეები რამდენიმე ადგილზე - მეტროს სადგურ "ავლაბართან", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ორბელიანის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც თავისუფლების მოედნისკენ გაემართებიან.

აქცია უკავშირდება "ქართული ოცნების" მიერ ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს.

2026 წლის 28 ნოემბერს, 19:00 საათზე - უწყვეტი პროტესტის მეორე წლისთავზე თსუ-დან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გაიმართება, რომელსაც ოპოზიციის ალიანსიც უერთდება.

პარალელურად ავლაბრის მეტროდან თავისუფლების მოედნამდე რიგით 50-ე შაბათის მარში "საქართველო ევროპაა" გაიმართება, რომელსაც ენმ-იც შეუერთდება.

მესამე მსვლელობა კი იმავდროულად ორბელიანის მოედნიდან დაიწყება: მოძრაობის "სოციალური დემოკრატიისთვის" წევრები მხარდამჭერებთან ერთად სწორედ იქ შეიკრიბებიან და შემდეგ საერთო მსვლელობას შეუერთდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები