მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არ იქნება მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება - ეკონომიკის მინისტრი UAE-სთან ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე

64141d2e37c80
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.23 12:03
591
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთახმება დღეს გაფორმდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს ფორუმზე დასწრებისას განუცხადა.

მისი შეფასებით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკაა არამხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მსოფლიოში. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ეს არის ეკონომიკა, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიების ინოვაციების, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ხარჯზე იზრდება.

„ჩვენთვისაც ძალიან მნიშნელოვანია, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვქონდეს, შესაბამისად, სამი რაუნდი უკვე გაიმართა და მოლაპარაკებები დღეს უკვე წარმატებით სრულდება. დღის მეორე ნახევარში გამოვაცხადებთ ამ შეთანხმების წარმატებით დასრულების შესახებ. ეს მოლაპარაკება გასული წლის სექტემბერში დაიწყო და ყოველისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხებას ეხება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალ ეკონომიკურ არეალს განსაზღვრავს. ეს არ იქნება მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, არამედ ის დაარეგულირებს საქონლის წარმოშობის, თავისუფალი ვაჭრობის და სხვა საკითხებს, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები წავახალისოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები