მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არაა რუსთაველის გამზირი, ამ გზის გადაკეტვა დაუშვებელია" - პოლიციის მაღალჩინოსანი აღმაშენებლის ხეივანზე

სერგო ბზიშვილი

ეს არ არის რუსთაველის გამზირი, ამ გზის გადაკეტვა დაუშვებელია, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის მოადგილემ, სერგი ბზიშვილმა აღმაშენებლის ხეივანზე, თავისუფალი უნივერსიტეტიდან „თბილისი მოლისკენ“ მიმავალი საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს განუცხადა.

მისი მტკიცებით, აღნიშნული ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის გზის მონაკვეთია, შესაბამისად, მისი სრულად გადაკეტვა დაუშვებელია.

„გზა არ დაიკეტება, იმოძრავებთ ამ ორ ზოლში. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა არის და ამის დაკეტვა არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გეხმარებით.

ეს არ არის რუსთაველის გამზირი, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძი. აქედან გამომდინარე, ამ გზის გადაკეტვა დაუშვებელია. სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა. მიბრძანდით "თბილისი მოლთან" და იქაც გავაკეთებთ განცხადებას“, - აცხადებს ბზიშვილი.

ცნობისთვის, შსს-მ გუშინ განაცხადა, რომ ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების სიაშია და მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება. მანამდე კი, 31 იანვარს გამოქვეყნდა "ქართული ოცნების" მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლითაც საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები სტრატეგიული ობიექტების ნუსხას დაემატა. შსს-მ მორიგი გაფრთხილება დღესაც გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები