მწერალი გურამ ფანჯიკიძე იხსენებს ერთ-ერთ ჩანაწერში: "1981 წელს 13 მაისს, დიუსელდორფში, დინამო თბილისისა და იენის კარლ ცაისის ისტორიულ მატჩზე, ისრაელიდან საგანგებოდ ჩამოფრენილი ერთი ებრაელი ქართველი გავიცანი, და ამას თან ახლდა 9 წლის ბიჭუნა, მისი ვაჟიშვილი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ისრაელში და თავისი მამის მეორე სამშობლო ნანახი არ ჰქონდა." ბატონი გურამი ჰყვება, რომ ძალიან რთული იყო იმ დროში იმის წარმოდგენა რომ შესაძლებელი იყო ამ თამაშზე დასწრება, ისრაელიდან ჩამოსვლა, ბილეთების შოვნა 5000 დოლარი დაუჯდა იმ დროს ამ ებრაელ ქართველს დინამო-კარლ ცაისის მატჩზე დასწრება 9 წლის შვილთან ერთად შვილისთვის თბილისის დინამო რომ ეჩვენებინა. როცა სტადიონზე თბილისის დინამოელები გამოჩნდნენ, ყელში ბურთგაჩხერილმა და თვალზე ცრემლმომდგარმა მამამ ათრთოლებული ხმით უთხრა თავის შვილს, - "ეს არის მამი შენი დინამო!. ეს არის შენი თბილისის დინამო" - წერს გურამ ფანჯიკიძე.