მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორება ხაზარაძის და ჩემს მიმართ"

5d9f08874d2c4
ელენე გოგბერაშვილი
10.10.19 14:28
965
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე მის და მამუა ხაზარაძის მიმართ მიმდინარე გამოძიებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებულ პლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

მისი თქმით, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმის, როცა ფულის გათეთრების ბრალდებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩემი და მამუკა ხაზარაძის მიმართ. ამას ეწირება საქართველოს ინტერესები, ამის გამო უზარმაზარ ზიანს იღებს სახელმწიფო, მისი ინსტიტუციები და მოქალაქეები.

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვისთვის პრიორტეტია ჩვენს მიმართ ანგარიშსწორება და ამისთვის იყენებს მის პირად პროკურორს, რომლის განათლება და მორალი ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

რაც მთავარია მეთოდი, რომელსაც იყენებს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პროკურორი, ეს არის კარგად აპრობირებული მეთოდი ავტოკრატიული რეჟიმის მიერ, როდესაც ფულის გათეთრების დბრალებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და მათ წინააღმდეგ ბრძლა.

ეს არის ბრძოლა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ამიტომ ისინი ამ ბრძოლაში უნდა დამარცხდნენ. ჩვენგან ეს ბრძოლა იქნება შეუპოვარი და უკომპრომისო“-განაცხადა ბადი ჯაფარიძემ, საქალაქო სასამართლოში "თიბისის საქმის" არსებითი პირველი განხილვის დასრულების შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები