„ყველას შეიძლება მეტი ფასი სურდეს, თუმცა ეს არის კონკურენტულ, ღია, ტრანსფარანტულ პირობებში ჩამოყალიბებული მედიანური ფასები,“ - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბიზნესის პოზიციას იმის შესახებ, რომ ჰიდრო ენერგეტიკის შემთხვევაში ძალიან დაბალი ტარიფებია და მოსალოდნელია, სამომავლოდ, აუქციონების პირობები გამკაცრდეს.
„ყველას შეიძლება მეტი ფასი სურდეს, თუმცა ეს არის კონკურენტულ, ღია, ტრანსფარანტულ პირობებში ჩამოყალიბებული მედიანური ფასები, რომელზეც შეიძლება ერთეული ინვესტორების მხრიდან არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ მასიურად აბსოლუტურად ობიექტურად შეფასდა, როგორც მიზანშეწონილი საბაზრო ტარიფი კერძო სექტორის მხრიდან, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება კონკრეტულ ტარიფებს, რიცხვებს კონკრეტული კატეგორიების მიხედვით, არა მხოლოდ სამი კატეგორია გვქონდა, დავყავით დაგროვებადი და მარეგულირებელი ფუნქციის პროექტებს, მათ ცალკე მუშაობის საშუალება მივეცით. რანჟირებულია ეს ტარიფები და სამინისტრო გაგიზიარებთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.