მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის ცრუ პროტესტი, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება - კახა კალაძე

თბილისის მერი

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოქალაქეების პროევროპულ აქციებს "ცრუ პროტესტს" უწოდებს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება.

"ეს არის ცრუ პროტესტი. როდესაც ადამიანი პროტესტს გამოხატავს და მისი საფუძველი არის მხოლოდ ტყუილი, რა თქმა უნდა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ, პირველ რიგში, დავიცავთ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს.

პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით. მაშინაც იყო ცრუ პროტესტი. ახლაც იგივეა. რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს. მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები