მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის" - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამძიმრის წერილი

ილია მეორე
18.03.26 11:59
755

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ (BAG) სამძიმრის წერილს აქვეყნებენ.

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ეს არის უდიდესი და უმძიმესი დანაკლისი ჩვენი ქვეყნისთვის. ათწლეულების განმავლობაში პატრიარქი იყო საქართველოს სულიერი სიმტკიცის, ერთიანობისა და მშვიდობის სიმბოლო.

პატრიარქის ღვაწლი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში განუზომელია.

ვუსამძიმრებთ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სრულიად მართლმადიდებელ სამყაროს.

მისი უკვდავი სახელი და დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება საქართველოს ისტორიასა და ჩვენს გულებში, როგორც ქვეყნის სიყვარულისა და შემწყნარებლობის მაგალითი",- წერია სამძიმრის წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები