მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს დაკავება არაა, ესაა გადაცემა" - ბაჩიაშვილის ადვოკატი რობერტ ამსტერდამი

ამსტერდამი

"ეს დაკავება არაა, ესაა გადაცემა" - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი BMG-სთან ინტერვიუში.

Amsterdam & Partners-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადება არის სრული ფაბრიკაცია და სინამდვილეს არ შეესაბამება. განცხადებაში სუს-ი აღნიშნავდა, რომ ანონიმურ შეტყობინებაზე დაყრდნობით მიიღეს ინფორმაცია რომ გიორგი ბაჩიაშვილი გადაადგილდებოდა წითელ ხიდსა (აზერბაიჯანის საზღვარი) და სადახლოს (სომხეთის საზღვარი) მწვანე ზონაში, სადაც მისი დაკავება მოხდა. შესაბამისად, განცხადებაში არაა მითითებული ბაჩიაშვილი საქართველო-სომხეთის საზღვართან დააკავეს თუ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან.

რობერტ ამსტერდამი აღნიშნავს რომ, ეს განცხადება არის სრული სიცრუე და ის რეალობას არ შეესაბამება. ის თუ რა ვითარებაში მოხდა ბაჩიაშვილის დაკავება და რომელი ქვეყნიდან აიყვანეს ის, ამის შესახებ ბაჩიაშვილი განცხადებას 28 მაისს დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე გააკეთებს.

რობერტ ამსტერდამი მიუთითებს იმაზე, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკის ქვეშ იმყოფება.

"ბატონი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში ქმნის დაუყოვნებელ საფრთხეს რომ მის მიმართ გამოყენებული იქნება იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის მიდგომები და ეს საფრთხე რეალურია", - აღნიშნავს ის.

გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო 2025 წლის 4 მარტს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტის გამოყენებით დატოვა. ის ჯერ სომხეთში, შემდეგ კი UAE-ში გაემგზავრა. 2025 წლის 10 მარტს კი საქალაქო სასამართლომ "ქართუ ბანკის" სესხთან დაკავშირებით ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დაიწყო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეც, ამასთან სასამართლოში კვლავ გრძელდება "მტკვარი ჰესის" საქმის განხილვაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები