მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეს ფასის ახალი ნიშნულია, რომელიც ვერ შემცირდება“ - რატომ არ იაფდება უძრავი ქონება?

ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე აცხადებს, რომ პირველადი უძრავი ქონების ბაზარზე ფასის შემცირების წინაპირობა არ არსებობს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ფასის ზრდას ნელი ტემპებით გაგრძელდება.

„ბაზარს, მომხმარებელს სჭირდება გაიგოს, რომ ეს არის ფასის ახალი ნიშნული. თუ გავიხსენებთ ფასი იყო 500$, შემდეგ 700$, ახლა ეს ფასი არის 1 200$. ჩათვალეთ, რომ ამაზე ნაკლებად ვეღარ იყიდით და ამასთან შეგუებას გარკვეული დრო სჭირდება. რადგან ფასი გაიზარდა და გაჩერდა შემდეგ მოლოდინი გაჩნდა, რომ უნდა დაიწიოს. ფასი რომ შემცირდეს საჭიროა თვითღირებულების დაკლება, რისი საფუძველიც დღეს არ არსებობს.

ზოგადად, როცა ფასი ასე იზრდება, ეს მოთხოვნას ძალიან ასტიმულირებს და ტრანზაქციებიც მეტი იყო მაგ პერიოდში ვიდრე მაშინ, როცა გაჩერდა. ადამიანები, რომლებიც საინვესტიციოდ ყიდულობენ სწორედ ეს მოტივაციაც აქვთ, რომ ახლა ვიყიდით და მერე გაიზრდება.

უძრავი ქონების ფასი გაიზრდება, თუმცა სტაბილურად გაიზრდება და არა ისე სწრაფად როგორც წინა წლებში. ისტორიულადაც ასე იყო, ახალ ნიშნულზე ადიოდა, შემდეგ უკვე ნელი ტემპით იზრდებოდა, დღეს მაგ ეტაპზე ვართ“, - განმარტა ორთოიძემ.



ცნობისთვის, აპრილში საქართველოში მშენებლობის ღირებულება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.8%-ით გაიზარდა. მშენებლობის ღირებულების ინდექსის მიხედვით, გაძვირება დაკავშირებულია მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების მატებასთან. საქსტატის თანახმად, 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 37%-ით არის გაზრდილი. ამასთან, სამშენებლო მასალების ღირებულება წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები