მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ეს გამარჯვება შრომის შედეგია“ - რომან ფიფია ხვიჩა კვარაცხელიას ულოცავს

რომან ფიფია

“დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიას ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლი და ჩემპიონობა მიულოცა.

ფიფია სოციალურ ქსელში წერს, რომ ხვიჩას ეს წარმატება პირველ რიგში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. წინ კი ბევრი წარმატებაა.

„ვულოცავ ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახის საამაყო წევრს, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი ქართული გოლის გატანას და ისტორიული ტიტულის მოპოვებას. დღეს, როგორც არასდროს, ამაყი ვარ, რომ ჩვენი აკადემიის აღზრდილმა უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ხვიჩას ეს წარმატება პირველ რიგში მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. მჯერა, რომ წინ კიდევ უამრავი წარმატებაა,“ – წერს რომან ფიფია.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში 73-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მილანის „ინტერს“ გაუტანა. ის პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.

კვარაცხელია "დინამო აკადემიის" აღზრდილია და ამასთან, 2017–2018 წლებში თბილისის დინამოს ფეხბურთელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები